ნავთობის წარმოქმნა

ნავთობის სახელწოდება-"petroleum " ლათინური სიტყვებისაგან შედგება. აქედან ,, petra " ნიშნავს ქანებს ,, oleum" კი ნავთობს. სახელწოდებიდან გამომდინარე ნავთობი ქანებში მოიპოვება, თუმცა ხშირად ზღვის ფსკერზეც ფორმირდება და ზედაპირზე ამოდის. ასეთ შემთხვევაში ნავთობის შემადგენელი ელემენტები ორთქლდება და რჩება ძალიან სქელი ზეთოვანი ნივთიერების ფენა, რომელსაც გუდრონი ეწოდება. ნავთობი წარმოიქმნება იმ უმცირესი ცხოველებისა და მცენარეების ნარჩენებისგან, რომლებიც მილიონი წლის წინათ ზღვებისა და ტბების ფსკერზე ცხოვრობდნენ. ეს ნარჩენები ნაწილობრივ ბაქტეირების მიერ შეიცვალა და შემდეგ დანალექი ქანების სქელ ფენაში ჩაიმარხა. ორგანული ნარჩენების დანალექები დიდი რაოდენობითაა თიხაში,რომლებიც თიხაფიქალოვან ქანებში ზეწოლის შედეგად ფორმირდება. მისგან წარმოქმნილი წნევა და სიცხე ორგანულ ნივთიერებებს აირად და ნავთობად გარდაქმნის. ზედმეტი ზეწოლის შედეგად,ნავთობი დედამიწიდან ამოიწევა, რადგანაც დანაპრალებულ ფენოვან ქანებში შეღწევას შეძლებს. აუვალი ქანების ფენის ქვეშ ნავთობი და აირი დიდი რაოდენობით გროვდევა


1 comment:

  1. გამარჯობათ მიწის ნაკვეთი მაქვს სადაც დიდი შანსია რო ნავთობი იყოს 300მეტრში იღებენ ჩემგან 595953431

    ReplyDelete